პროფესორი ოთარ ჟორდანია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებს, სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა
2020 წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის, პროფესორ ოთარ ჟორდანიას შეხვედრა გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე დაფუძნდა საისტორიო საზოგადოების გორის ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელად ერთხმად იქნა არჩეული გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო ჯავახიშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ელდარ მამისთვალაშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, იოსებ ალიმბარაშვილმა, რომელთაც ხაზი გაუსვეს საისტორიო საზოგადოების მნიშვნელობას და როლს ქვეყნაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე.
დასასრულს, გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ნდობისთვის და ისაუბრა საისტორიო საზოგადოების უახლეს მიზნებსა და აქტივობებზე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართული კლდეზე ცოცვის ჩემპიონატის გამარჯვებულია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი