პროფსასწავლებელში ჩაბარების მსურველთა ნაწილს მეორე შანსი ეძლევა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ, განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა, რომლებიც 2020 წელს დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში, ვერ მოახერხეს საგამოცდო ტესტირებაზე გამოცხადება, 25 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ.
“პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2020 წელს დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში, ვერ მოახერხეს საგამოცდო ტესტირებაზე გამოცხადება (5-6 სექტემბერს) შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფებოდნენ:
ა) ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
გ) საკარანტინო ზონაში;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) დადასტურების გამო;
შესაძლებლობა აქვთ 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ)”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის მათ, ვისაც პროფსასწავლებელში ჩაბარების მეორე შანსი ეძლევათ, რა ფორმით ჩაირიცხებიან პროფესიულ სასწავლებლებში, ჩატარდება თუ არა დამატებითი ტესტირება და როდის დაიწყებენ სწავლას სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდა.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები