ქალაქები, სადაც დღეიდან მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღებიც დაიხურა
როგორც ცნობილია, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა. 22:00 საათიდან დილი 05:00-საათამდე გადაადგილება შეიზღუდება როგორც ავტომობილების, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო ბაგა-ბაღებიც და მათი ისევ გახსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
რეგულაციების გამკაცრებასა და დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილების თანახმად, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში და ფოთში იქნება შეჩერებული როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მზარდი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით გამოწვეულ ახალ წერტილოვან შეზღუდვებზე იმსჯელეს.
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში
by ARIS.GE-განათლება