თბილისში ბაგა-ბაღები განუსაზღვრელი ვადით დაიხურა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისში ბაგა-ბაღები დროებით დაიხურება. ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებს კი აღსაზრდელების ოჯახებს გადასცემენ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი მომავალი თაობის ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე იქნა გაჟღერებული – ხვალიდან ბაგა-ბაღებში დროებით შეჩერდება სასწავლო პროცესი. აქვე მინდა ილია ელოშვილს (მერის მოადგილე) დავავალო, რომ უზრუნველყოთ კვების საკითხი როგორც ამას აკეთებდით მიმდინარე პანდემიის პერიოდში, როდესაც მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკვები პროდუქტები წაეღოთ სახლში. ეს შეზღუდვები გაგრძელდება მანამ, სანამ რეკომენდაციები არ იქნება მოწოდებული საბჭოს მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელი მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში დადასტურებულია 46 817 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 31 170 ადამიანი.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19