GE

რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება?

ავტორი – Heather Wolpert-Gawron

იცით რა არის ყველაზე რთული პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს? ყოველთვის, როცა ამ სწავლების აღწერას ვინმეს ვთხოვთ, ამ მეთოდის აღწერისას ყველაფერი ისე რთულდება, თვალები გვიფართოვდება. რეალურად კი აი რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება:

ეს  შეიძლება შევადაროთ ლიფტს, რომელიც პირველი სართულიდან ადის მეორეზე და ასე ადის შენობის ბოლო სართულამდე. პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის სცენა რომელშიც კარგად არის წარმოდგენილი გადასაჭრელი პრობლემა და მოსწავლეები ეძებენ მისი გადაჭრის გზებს.  მოსწავლეები წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას, თუ რა ისწავლეს პროექტის დასრულების შემდეგ.

უფრო ზუსტად კი პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მიმდინარე სასწავლო პროცესი რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სასკოლო საგანი. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას (პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი, გლობალური). მოცემული პრობლემის შესაძლო გადაჭის გზების პოვნის შემდეგ აკეთებენ მულტიმედია პრეზენტაციებს მოძიებული მასალების  პრეზენტაციისათვის 21-ე საუკუნის იარაღების გამოყენებით. მოსწავლეები გვიჩვენებენ რა ისწავლეს, როგორ ითანამშრომლეს ერთმანეთთან, აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.

ეს განმარტება გავს წინა განმარტებას და როგორც ხედავთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არის შესანიშნავი იარაღი მასწავლებლისთვის გამოიყენოს თავის მათოდები ამ პროექტების განხორციელების პროცესში და ასევე ძალაინ კარგი საშუალაბაა მოსწავლეებისთვის ისწავლონ ამ მეთოდით.

მიუხედავად იმისა რომ ეს პროცესი ყოველდღიური სასწავლო პროცესის კავშირში არ არის, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრ უნარ-ჩვევას ავითარებს მოსწავლეებში.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ძალიან გავს ზღაპრის მოყოლას. როგორც ზღაპარს მასაც სჭირდება ატმოსფერო, გაკვეთილი გავს ზღაპარს პრობლემის შესახებ რომელიც უნდა გადაიჭრას ან აქტივობა რომელიც უნდა განვითარდეს. სწავლება გრძელდება სანამ არ მივალთ პრობლემის გადაჭრის გზამდე.

ყვალაფრის შემდეგ ეს არის ძეგლი რომელიც გამყარებული მოსწავლეების შეხედულებებით და მათ მიერ შემუშავებილი იდეებით რომელიც ჩამოუყალიბდათ სწავლის პროცესში და ახდენენ ამ ნასწავლის პრეზენტაციას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეფუძნება შემდეგ აქტივობებს:

  • როლური თამაში
  • რეალური სამყაროს სცენები
  • შერეულიჟანრები
  • მოსმენითიჟანრები
  • ავთენტურ შეფასება
  • ავტთნტური აუდიტორია
  • რეალურ სამყაროში ჩატარებული ექსპერიმენტების შემოტანა საკლასო ოთახში
  • მრავალჯერადი უნარების შესაფასებელიაქტივობები
  • სხვადასხვა საგნების კვლევა და გაგება
  • მოსწავლეთა მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა
  • თანამშრომლობა
  • კომუნიკაცია სხვადასხვა მეთოდით (წერა, ზეპირი საუბარი, ვიზუალური პრეზენტაციები და ა. შ. )

თუმცა არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი ერთ პროექტში უნდა გამოიყენოთ, ამოირჩიეთ რამდენიმე ელემენტი და გააკეთეთ ისე პროექტი.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ზრუნავს განვახორციელოთ ჩვენი მისია მივცეთ განათლება ყველას. ის ყოველთვის გვახსენებს რომ მოსწავლეები მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის.

წყარო: edutopia.org

ი.გ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური