რა ცვლილებები განხორციელდა ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლებისთვის
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც დისტანციური და დასწრებული სწავლების ცხრილები გაიმიჯნა.
„ჟურნალში დაემატა ონლაინ ცხრილი, რომლითაც ონლაინ მიმდინარეობს სწავლა. ჟურნალში ასევე დაემატა ონლაინის კლასები, საგნების ჩამონათვალში შეგხვდებათ ორი ერთი და იმავე დასახელების საგანი, მაგ: ქართული და ქართული (დისტანციური) რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი არის ოფლაინი (ანუ სკოლაში ჩატარებულის) ხოლო მეორე დისტანციური. თქვენი აქამდე ჩანიშნული შემაჯამებლები იყო საკლასოში, თუ მის ჩატარებას გეგმავთ დისტანციური სწავლების დროს, მაშინ უნდა ჩანიშნოთ ახლიდან იმ საგანში, რომელსაც დისტანციური ახლავს და გააუქმოთ ძველი, საკლასოში ჩანიშნული. ხოლო ნიშნები შეიტანეთ იმ რიცხვებით, რომელ რიცხვშიც გადაიტანთ დისტანციური სწავლების დროს შემაჯამებელს. თუ უკვე ჩაატარეთ შემაჯამებელი და ნიშნებიც შეტანილი გაქვთ, დატოვეთ როგორ გიწერიათ და დღეიდან (10.11.20) იხელმძღვანელეთ ამ ინსტრუქციით“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, უწყება პედაგოგებს ურჩევს, რომ ღონისძიებების, ნიშნებისა თუ დასწრების მაჩვენებლების ნახვა დისტანციურ და ოფლაინ ცხრილებში ცალ-ცალკე ჩაინიშნონ.
„თუ გინდათ ნიშნების, არების ან სხვა ღონისძიებების ნახვა, უნდა აირჩიოთ ან ოფლაინის ან დისტანციურის საგანი, რომ ნახოთ. ის რაც დისტანციურშია ჩანიშნული დახვდებათ დისტანციურში, ხოლო ის რაც საკლასოშია (ანუ ოფლაინში) დაგხვდებათ საკლასოში. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად, უნდა იხელმძღვანელოთ დისტანციურის აღმნიშვნელით“, – აღნიშნავენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება