რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს მაგისტრანტმა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას, რომელიც მაგისტრატურის სტუდენტთა 2 წლით დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში).
წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge
იხილეთ რეგისტრაციისა და განაცხადის წარდგენის ინსტრუქცია
მაგისტრანტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების პროცედურა და რეგისტრაციის ვადები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ამავე დადგენილებაში ვკითხულობთ თუ რომელი კატეგორიის სტუდენტებისთვის არის ეს გრანტები განკუთვნილი, იხილეთ კრიტერიუმები:
ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
გ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
დ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ე) 137 500 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, იხილეთ ბმულზე.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება