რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს პირველკურსელმა რეგისტრაციისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატში აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა კი ასე გამოყურება:
- პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი (დედანის წარმოდგენით);
- ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული ვაჟებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი