რა ეტაპზეა დიღომში კომაროვის სკოლის ფილიალისა და ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის პროცესი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისში მშენებარე განათლების და მეცნიერების ქალაქის დაცვისთვის 2020 წლის 5 ივლისიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით 45 ათას ლარს გადაიხდის. ობიექტის სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფის საჭიროებას სააგენტო ტერიტორიაზე განთავსებული ძვირადღირებული საოფისე ინვენტარის არსებობით ხსნის. „განათლების და მეცნიერების ქალაქში“ 186-ე საჯარო სკოლის გარდა, კომაროვის სკოლის ფილიალიც იქნება განთავსებული.
კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია 186-ე საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები. 1300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა A da B ბლოკებისგან შედგება. A ბლოკში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები განთავსდებიან, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შენობის სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს.
„186-ე საჯარო სკოლის შენობის კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც მოეწყო სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა ადაპტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობის პროცესიც. საგანმანათლებლო სივრცეში აღნიშნული სკოლების გარდა, თავმოყრილი იქნება ხელოვნების კოლეჯი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და მულტიფუნქციური ცენტრი..
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE