რა ფუნქცია დაეკისრა სკოლის ექიმს საგანგებო მდგომარეობის დროს – მთავრობის დადგენილება
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ დადგენილება მიიღო (საქართველოს მთავრობის დადგენილება №205).
დადგენილებაში საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის თავისებურებებსა და დისტანციური სწავლების ვალდებულებაზე, მათ შორის აღნიშნულია სკოლის ექიმის მოვალეობებიც. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ვითარების პერიოდში სკოლის ექიმები დამრიგებლებთან კომუნიკაციის საშუალებით მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE