რა მიმართულებებით დახარჯავს განათლების სამინისტრო ყველაზე მეტ და ნაკლებ თანხებს 2017 წელს
განათლების სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სასწავლო გრანტებში დაიხარჯება, ყველაზე ნაკლები კი – ინკლუზიური განათლების განვითარებაში.
მოგეხსენებათ, 2016 წელთან შედარებით 2017 წლისათვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი – დაახლოებით 500 მილიონამდე. გასულ წელს მისი ბიუჯეტი 975,2 მლნ ლარს შეადგენდა, მომდევნო წლისათვის კი ეს თანხა 1 მილიარდ 25 მილიონი ლარითგანისაზღვრება.
EDU.ARIS.GE-მ დოკუმენტი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ყველაზე მსუყე ლუკმა – 104 მილიონამდე (103 854 000) სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებსა და ახალგაზრდების წახალისებას ეთმობა. თუმცა, ეს თანხა 6 ნაწილად იყოფა შედარებით მცირე მიმართულებების დასაფინანსებლად.
კერძოდ, 103 მილიონ 845 ათასი ლარიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის 92 მილიონია გამოყოფილი, სამაგისტრო გრანტისათვის – 4,4 მლნ, სტუდენტების სახელმწიფო სტიპენდიებისათვის – 4,1 მლნ, პროგრამისათვის„ცოდნის კარი“ – 1,2 მლნ, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად, რომლებმაც საკუთარი სურვილით აიღეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვალდებულება, 21 ათასია გათვალისწინებული, ხოლო მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამისათვის -2 მილიონ 133 ათასი.
რაც შეეხება ყველაზე ნაკლებადდაფინანსებულ მიმართულებას, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მცირე თანხა განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან პროფესიული ინკლუზიური განათლების განვითარებისთვისაა გამოყოფილი – 135 ათასი ლარი.
2017 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საკანონმდებლო ორგანოში განხილვა 10ოქტომბერს უკვედაიწყო. მასზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იმსჯელეს. 2017 პრიორიტეტულ მიმართულებებად კი ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურაა მიჩნეული, რადგან სწორედ ამ სამინისტროების ბიუჯეტებია გაზრდილი.
2017 წლისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 25 მილიონი ლარით განისაზღვრა
თაკო არის© მათეშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება