რა პრინციპით გადავა რეგიონის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე უტრანსპორტობის გამო – სამინისტროს დავალება სკოლებს
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. ამ გადაწყვეტილებამ პრობლემა შეუქმნა მასწავლებლებს, რომლებიც რეგიონებში ასწავლიან. რადგან სასწავლო პროცესი იქ არ შეჩერებულა, მასწავლებლებს სკოლაში მისასვლელად ერთი სოფლიდან მეორეში გადაადგილება, ან სულაც რაიონულ ცენტრში ჩასვლა უწევთ. ტრანსპორტის არარსებობა კი, სერიოზულ თავსატეხად იქცა.
იმის გასარკვევად თუ რა გეგმა აქვს სამინისტროს იმ მასწავლებლებისა და სკოლებისთვის, რომლებსაც ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემა ექმნებათ, EDU.ARIS.GE განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, რეგულაციები ამასთან დაკავშირებით რესურსცენტრებს უკვე გაეგზავნათ, შესაბამისად, დღეს სკოლებსაც გაეგზავნებათ და ეს პროცესი მიმდინარე კვირის განმავლობაში დასრულდება და თუ ბევრი იქნება ისეთი მასწავლებელი, რომელსაც სატრანსპორტო შეზღუდვის გამო არ შეუძლია სკოლაში სიარული, სწავლა წარიმართება დისტანციურად, ხოლო ერთი ან ორი მასწავლებლის შემთხვევაში მათი ტრანსპორტირება სკოლამ უნდა უზრუნველყოს.
„რეგულაციები ამასთან დაკავშირებით რესურსცენტრებს უკვე მიეწოდათ. ისინი დღეს უკვე სკოლებსაც გადაუგზავნიან. მთავარია, რომ პედაგოგი არ დაზარალდეს. თუ სკოლაში უმეტესი რაოდენობა იქნება პედაგოგების, ვისაც გადაადგილების პრობლემა შეექმნა ისინი გაკვეთილებს დისტანციურად ჩაატარებენ. თუ ასეთი ერთი ან ორი პედაგოგი იქნება, მაშინ თავად სკოლა შესთავაზებს სატრანსპორტო უზრუნველყოფას“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება