რა შემადგენლობით მუშაობს პარლამენტის განათლების კომიტეტი ამ დროისთვის – სია
საქართვლოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების კომიტეტი არასრული შემადგენლობით უკვე დაკომპლექტდა და ამჟამად ის 10 წევრისგან შედგება.
კომიტეტი სულ 17 წევრისგან უნდა შედგებოდეს საიდანაც 7 უფრაქციო დეპუტატი, ამ შემთხვევაში კი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს პარლამენტში განუმარტეს, ამ დროისთვის, ვიდრე ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, კომიტეტი 10 წევრისგან დაკომპლექტდა, საიდანაც ყველა “ქართული ოცნების” პარტიიდან არის.
პარლამენტიდან EDU.ARIS.GE-ს წევრთა სიაც მოაწოდეს, რომელიც სამომავლოდ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდება, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, დაემატება თუ არა როგორც განათლების, ისე სხვა კომიტეტების წევრთა ჩამონათვალს ოპოზიციის წარმომადგენელთა გვარებიც.
წარმოგიდგენთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრთა ჩამონათვალს 18 დეკემბრის მონაცემებით:
თეა წულუკიანი – კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი ამილახვარი – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ბექა დავითულიანი – კომიტეტის წევრი
ქეთევან დუმბაძე – კომიტეტის წევრი
ლადო კახაძე – კომიტეტის წევრი
ელისო ბოლქვაძე – კომიტეტის წევრი
ირაკლი მეზურნიშვილი – კომიტეტის წევრი
მაია მენაღარიშვილი – კომიტეტის წევრი
ბექა ოდიშარია – კომიტეტის წევრი
როგორც საქართველოს პარლამენტში განგვიმარტეს, სწორედ ეს შემადგენლობა ესწრებოდა კომიტეტის დღევანდელ სხდომას.
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება