GE

რა შემთხვევაში ჩაეთვლება მაგისტრობის მსურველს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად – ცვლილება ბრძანებაში

მაგისტრობის მსურველები 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებს ელიან. როგორც ცნობილია, წელს მათ ტესტის ა, ბ, ც ვარიანტები აღარ უწერიათ და ცვლილება შეეხო ქულის გამოთვლასაც.

კერძოდ, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესში ცვლილება განხორციელდა, რომლის თანხმადაც დაზუსტდა ზოგიერთი ტერმინის განმარტება. კერძოდ, რას გულისხმობს ტესტის გათანაბრებული, გაიგივებული და ნორმირებული ქულა.

„ე​1) გათანაბრებული ქულა – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებულ ქულასა და ტესტის ყველა დანარჩენი ვარიანტის შესაბამის ნაწილში მასთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი.

​2) გაიგივებული ქულები – ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შესაბამის ნაწილებში მიღებული ისეთი ქულები, რომელთა პროცენტული რანგები ერთმანეთის ტოლია;“

ბ) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნორმირებული ქულა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის მიზნით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გამოცდის ტესტის ნაწილის/გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ცვლილების თანხმად, მაგისტრანტობის კანდიდატს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ შემთხვევაში ჩაეთვლება გადალახულად, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

რაც შეეხება ნორმირებული ქულის გამოთვლას, ბრძანების თანხმად ეს შემდეგნაირად მოხდება: გამოითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული გათანაბრებული ქულა გაიყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის შესაბამისი ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა.

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული გათანაბრებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა.

2. ბრძანების პირველი პუნქტისქვეპუნქტით დამტკიცებულისახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესისმე-2 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული გათანაბრებული ქულა იყოფა საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალურ ქულაზე და ტესტის თითოეული ნაწილისთვის მიიღება ნორმირებული ქულა”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური