რამდენია განათლების სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი და როგორია მატების დინამიკა – საქსტატის უახლესი მონაცემები
2021 წლის მეოთხე კვარტალში განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო თვიური ანაზღაურება წინა კვარტალთან შედარებით უმნიშვნელოდ, 22 ლარით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მიერ 31 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
მიუხედავად ამისა, ანგარიშიდან ირკვევა, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის საშუალო ხელფასი რამდენიმე წელია რაც იზრდება. ანგარიში 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ამასთან ერთად, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ სექტორში თვიური ანაზღაურება კვლავ ერთერთი ყველაზე დაბალია და მხოლოდ ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების სექტორს უსწრებს. იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა წინა წლებშიც.
რაც შეეხება 2021 წლის კვარტლების მიხედვით გადანაწილებას, საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში განათლების სექტორის დასაქმებულის საშუალო ხელფასი 1,013.2 ლარს შეადგენდა. მეორე კვარტალში იგი, 3 ლარით, 1,016.5 ლარამდე გაიზარდა, მესამე კვარტალში 1,095.1-ს მიაღწია, ხოლო მეოთხე კვარტალში 1,117.7 ლარი გახდა.
საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ 2021 წლის პირველი კვარტლიდან მეოთხე კვარტლამდე განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი საერთო ჯამში 104.5 ლარით გაიზარდა. ანგარიშში არ არის საუბარი თუ რომელი პოზიციის ხარჯზე მოხდა მატება.
საქსტატის ახალი ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ასევე იხილეთ:
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება