GE

რატომ არის თოვლი თეთრი? – პასუხები ბავშვების ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ბავშვები სამყაროს სხვა თვალით უყურებენ. მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს: პატარებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება. ბავშვები ჩამჭრელ კითხვებს სვამენ და მათზე პასუხების მიღება სურთ. ისინი უფროსებს უხერხულ მდგომარეობაში ხშირად აყენებენ. იმისათვის, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, გთავაზობთ 10 პასუხს ბავშვების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

რატომ არის ბორბალი მრგვალი?

ბორბალი მრგვალია, ვინაიდან ამგვარად ის სწორ გზაზე მარტივად მიგორავს. მისი ყველა წერტილი ღერძიდან ერთი და იმავე მანძილით არის დაშორებული. სწორ გზაზე მოძრაობისას ღერძი ერთ სიმაღლეზე რჩება, ამიტომ გადაადგილებისას მანქანა არ ქანაობს.

რატომ არის თოვლი თეთრი?

ცალკეული ფიფქი გამჭვირვალეა და სინათლეს ატარებს. მაგრამ როდესაც ჩვენ დათოვლილ მთას ვუყურებთ ის თეთრია, ვინაიდან ფიფქებისგან არეკლილ სინათლეს თვალი თეთრად აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ მზეც არა ყვითელი, არამედ თეთრია.

რატომ არ ვარდება თვითმფრინავი?

მაგალითად, ,,ბოინგ-747“-ის წონა 162 ტონას შეადგენს და ის არ ვარდება. ამის საშუალებას მას წნევის ძალა არ აძლევს: ჰაერის ნაკადი რკალად ერტყმის ფრთებს ქვემოდან და ზემოდან, რაც თვითმფრინავს ასაფრენად უბიძგებს. დიდი სიჩქარის გამო ჰაერი მის ქვეშ მკვრივი ხდება და მას ცაში იჭერს.

რატომ არის ცა ცისფერი?

მზის შუქი ატმოსფეროში იფანტება. თეთრი ფერი გარდაიქმნება და ცისარტყელის 7 ფერად იყოფა. ლურჯი, სხვა ფერებთან შედარებით, უფრო მეტად იფანტება. სწორედ ამიტომ უღრუბლო ამინდში მას გამოხატული ცისფერი აქვს. რატომ არ არის ცა ლურჯი? იმიტომ რომ ლურჯს სხვა ფერებიც ერევა.

რატომ დუღს წყალი?

გათბობისას წყლის მოლეკულები მოძრაობას იწყებენ, რისგანაც ტემპერატურა უფრო მაღალი ხდება. ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარე, ისევე როგორც მანძილი მათ შორის იზრდება და დგება მომენტი, როდესაც მოლეკულების ერთად შესაკავებლად მიზიდულობა მათ შორის არ არის საკმარისი. სწორად მაშინ ისინი შორდებიან ერთმანეთს და ორთქლდებიან. ასე მიიღება წყლის ორთქლი: ტემპერატურის ზრდასთან ძლიერდება მოძრაობა და ნაწილაკები ორთქლდება.

რატომ არ აქვთ ადამიანებს ლურჯი თმა?

ნატურალური ლურჯი და მწვანე თმა არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ თმაში არის მხოლოდ ორი საღებავი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შავ, ყავისფერ, ყვითელ და წითელ ფერზე. ასევე, თმაში არის ჰაერის ბუშტები. ადამიანის თმის ფერი პიგმენტის შერევასა და ბუშტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ლურჯი და მწვანე ფერი ამ საღებავების შერევის შედეგად ვერ მიიღება.

რატომ არის კოსმოსში უწონადობა?

კოსმონავტები კოსმოსურ ჰომლდში დაფრინავენ არა იმიტომ, რომ კოსმოსში არ არის მიზიდულობის ძალა. ის არსებობს და ობიექტები ორბიტაზე უჭირავს. უწონადობის მდგომარეობა ჩნდება წრიულ ორბიტაზე კოსმიური ხომალდის მუდმივი ვარდნის შედეგად, პირველი კოსმიური სიჩქარით 7,9 კმ/წმ.

რა არის ნისლი?

ნისლი წლისა და ყინულის წვრილი ნაწილაკებია, რომლებიც დედამიწის ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული. როდესაც ცივი ჰაერი თბილ მიწას ეხება, ან პირიქით, თბილი ჰაერი ცივ მიწას, წყლის ორთქლის ან ყინულის ნაწილაკები წარმოიქმნება. ისინი ღრუბლად ერთიანდებიან და ყველაფერს ეფინებიან.

რატომ არ იწვის წყალი?

წყალი წარმოიქმნება წყალბადის ჟანგბადით დაჟანგვის შედეგად სითბოს გამოყოფით. ვინაიდან წყალმა უკვე გასცა სითბო, ის ბუნებრივ პირობებში აღარ იწვის.

რატომ დადიან საათის ისრები საათის მიმართულებით და არა პირიქით?

მზის საათი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გამოიგონეს, იქ კი გნომონის ჩრდილი მზეს საათის ისრის მიმართულებით მიჰყვება. ამიტომ მექანიკური საათის შექმნისას, ციფრების მდებარეობა და ისრის მოძრაობის სწორედ ეს მიმართულება შეინარჩუნეს.

სამყარო სავსეა საოცარი მოვლენებით. მათში გარკვევა მარტივია 8 წლის ბავშვისთვისაც კი. ჩვენ კი პატარების ცნობისმოყვარეობის მიბაძვა და ბევრი სიახლის გაგება შეგვიძლია.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური