რეგიონებში დისტანციური სწავლების პრინციპის გამოყენება გამონაკლისი კლასების მიხედვით დაიწყეს
შიდა ქართლში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, ორი გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მიუხედავად ამისა, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ნაწილობრივ გადავიდა და ონლაინ რეჟიმში სწავლას მხოლოდ ინფიცირებულ მოსწავლეთა კლასები გააგრძელებენ.
კორონავირუსი გორის მესამე საჯარო სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული მე-7 კლასის მოსწავლეა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ორშაბათიდან კი მე-7 კლასი თვითიზოლაციაში გადავა, ხვალ აღნიშნულ კლასში სწავლება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. აღსანიშნავია, ისიც რომ ხვალისთვის სკოლაში კიდევ ერთი მოსწავლის ტესტის პასუხს ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გადავა თუ არა სკოლა ონლაინ სწავლებაზე. სკოლაში ეს კორონავირუსის მეორე დადასტურებული შემთხვევაა.
„დღეს ექვსი დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაში შიდა ქართლში 303 პირია გადაყვანილი. ინფიცირებულთა შორის ორი (მეორეს ჯერ არ დადასტურებია) მოსწავლეა და ორივე კლასში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავა. ინფიცირების წყარო ორის შემთხვევაში ცნობილია და ეს „ჯიპისის“ აფთიაქის კლასტერია. ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა მედიასთან.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება