როდის ჩატარდება შიდა შესარჩევი ტური ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და რა საბუთები უნდა წარადგინონ აბიტურიენტებმა

აპლიკანტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სურს და ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, 2 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით უნდა გაირონ შიდა შესარჩევი ტური აკადემიაში.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:
- 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები;
- 2 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს:
– ფიზიკური მომზადება
– ფსიქოლოგიური ტესტირება
– სამედიცინო შემოწმება
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.
საბუთების ნუსხა იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია