GE

როდის დაიწყება 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია – „ნაეკის“ პასუხი

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყებისა და აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნების საკითხი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მთავარი კითხვაა.

როგორც ცნობილია, ცნობარის გამოქვეყნება და რეგისტრაციის დაწყება ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ხდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს, აბიტურიენტებმა რომლებიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას გეგმავენ თვალი უნდა ადევნონ გამოცდების ცენტრის ვებგვერდს, სადაც რეგისტრაციის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 10 მარტის შემდეგ 10, 11, 12 მარტისთვის გამოქვეყნდება. ამასთან, უნდა გამოქვეყნდეს აბიტურიენტის ცნობარიც, რომელიც ეხმარება აბიტურიენტს სასურველი უმაღლესი სასწავლებლისა და საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მიიღო უწყება სამხედრო კომისარიატში გამოძახების შესახებ, მაგრამ გეგმავენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლას, მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლიან, შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების ცენტრისგან აიღონ ცნობა იმის თაობაზე, რომ ისინი არიან რეგისტრირებული ეროვნულ გამოცდებზე და დოკუმენტი წარადგინონ შესაბამის დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცვლელი ფორმატით ჩატარდება. მათ შორის ისევ სავალდებულო იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარებაც. ცვლილებები შეეხო რამდენიმე საგნის ტესტურ დავალებებს. კერძოდ, ქართულს, ლიტერატურას, უცხოურ ენებსა და გეოგრაფიას.  ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

ტესტური დავალებების ნიმუშები:

ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებების ნიმუში

ლიტერატურის გამოცდის დავალებების ნიმუში

გეოგრაფიის დავალებების ნიმუში

უცხოური ენების დავალებების ნიმუში:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური