როდის დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში? – ვადები
საქართველოში 2021-2021 სასწავლო წელი კვლავ ონლაინ ფორმატში დაიწყება. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დისტანციურად 4 ოქტომბრამდე ისწავლიან. შემდეგ კი გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით მიიღებენ.
უნივერსიტეტი სწავლის დაწყების თარიღს ინდივიდუალურად ადგენენ და შესაბამისად სწავლას სხვადასხვა დროს იწყებენ – EDU.ARIS.GE გაგაცნობთ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების ვადებს, უნივერსიტეტების აკადემიური კალენდრის მიხედვით:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი სასწავლო წელს 20 სექტემბერს იწყებს. საბუთები 6 სექტემბრიდან მიიღება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღია 11 ოქტომბერი. რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 5-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 20 სექტემბერს. პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია დისტანციურად, 8 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დრო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ხოლო პირველკურსელთა საბუთების მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყება და 16 სექტემბერს დასრულდება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 27 სექტემბერს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 13-20 სექტემბერს, ელექტრონულად იწარმოებს, ხოლო მეორე ეტაპი 20-დან 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
თავისუფალ უნივერისტეტში 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 13 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაციის პირველი ეტაპის თარიღი 2-3 სექტემბერი, ხოლო მეორე ეტაპის 6-8 სექტემბერია, რაც უნივერსიტეტში მისვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას მოიცავს.
საქართველოს აგრარულ უნივერისტეტში სწავლა 20 სექტემბერს დაიწყება. ელექტრონული რეგისტრაციის თარიღია 8-9 სექტემბერი, ხოლო მეორე ეტაპი 13,14 და 15 სექტემბერია, რაც უნივერსიტეტში მისვლას და ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლას 20 სექტემბერს, ხოლო რეგისტრაციას 2 სექტემბრიდან იწყებს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 8-დან 13 სექტემბრის ჩათვლით იქნება. სწავლა სავარაუდოდ, 20 სექტემბერს იწყება.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლო წელი 4 ოქტომბერს დაიწყება. რეგისტრაცია კი ორ ეტაპად, 6 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დრო 13 სექტემბერია. პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, დისტანციური ფორმატით.
თბილისის ღია უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადაა 13-24 სექტემბერი, ხოლო სწავლა 27 სექტემბერს დაიწყება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას 20 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდება. საბუთების მიღება 6 სექტემბრიდან იწარმოებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი სწავლის დაწყების თარიღი 4 ოქტომბერი, ხოლო რეგისტრაციის ვადები 7-15 სექტემბერია.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება. რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლას 13 სექტემბერს განაახლებს, ხოლო რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობს 1 სექტემბერიდან და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლის დაწყების თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. საბუთების მიღება კი 1 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სწავლას 20 სექტემბერს იწყებს, რეგისტრაცია კი 6 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე გასტანს.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს იწყება. რეგისტრაციის ვადად 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება