როდის დასრულდება პირველკლასელების კომპიუტერებით უზრუნველყოფა? – ESIDA-მ კონკრეტული თარიღი დაგვისახელა
2021-2022 სასწავლო წელი პირველკლასელი მოსწავლეებისთვის 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყო. პროგრამის, ჩემი პირველიკომპიუტერი ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელს საჩუქრად უნდა გადაეცეს ლეპტოპი. თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი საქართველოს რეგიონების ნაწილში არსებული სკოლები ჯერ არც უზრუნველყოფილი არიან პირველკლასელთა კომპიუტერებით და არც ინფორმირებული, თუ როდის დაურიგდებათ პირველკლასელთა კუთვნილი კომპიუტერები.
EDU.ARIS.GE ინფორმაციის დაზუსტებას განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეეცადა და როგორც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში (ESIDA) გვითხრეს, კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროცესი ახლაც გრძელდება და 20 ოქტომბრისთვის კუთვნილ კომპიუტერს აბსოლუტურად ყველა პირველკლასელი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, კომპიუტერების შეძენის პროცესი, განათლების სამინისტროს განცხადებით, გართულებული იყო, რამაც წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემი კომპიუტერების დაგვიანებაც განაპირობა.
ასევე იხილეთ:
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან