როდის გაეზრდებათ 10%-ით ხელფასები მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მანდატურებს – მინისტრის განმარტება
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2021/11/60a7a48ebb90e-458x257.jpg)
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის 10%-ით მომატება და მათში მოიაზრებიან საგანმანათლებლო სფეროს თანამშრომლებიც.
“საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა ჩვენ დაანონსებული გვქონდა ჯერ კიდევ გასულ წელს და წარდგენილ ვარიანტში [პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტი], ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია თითქმის ყველა მიმართულებით. 10%-ის ოდენობით მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს… “, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზერდას ელის და ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე სამინისტროებთან ერთად ნოემბრის თვეშიც იმუშავებენ, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება.
“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით და მას შემდეგ არ შეცვლილა. წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1000 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 1100 ლარის ოდენობით,” – ნათქვამია 2022 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
ასევე იხილეთ:
როგორ განაწილდება 2022 წლის განათლების ბიუჯეტი – რა წერია პირველად დოკუმენტში
-
„შედეგი, საქმიანობა, მართვა, ნება, ჩვენ“ – განათლების სისტემის პრობლემების საფუძვლები by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლა – როგორ ითანამშრომლებენ ყაზახეთი და საქართველო განათლების მიმართულებით by ARIS.GE-განათლება
-
„თებერვლის ბოლოდან ყურადღებით იყავით“ – როდის დაიწყება გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2025 წლის აბიტურიენტებისთვის by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე