როგორ განაწილდება 2022 წლის განათლების ბიუჯეტი – რა წერია პირველად დოკუმენტში
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პირველადი კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 637.5 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 112.7 მლნ ლარით.
როგორ მიიმართება თანხები პროგრამების მიხედვით:
მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 145.0 მლნ ლარამდე, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 88.7 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია:
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 975.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 10.2 მლნ ლარამდე;
უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 21.0 მლნ ლარამდე;
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება – 1,2 მლნ ლარამდე;
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 28.3 მლნ ლარი;
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 24.9 მლნ ლარამდე;
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” – 59.2 მლნ ლარი და სხვა;
პროფესიული განათლება – 68.7 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 141.0 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 66.1 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 34.9 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება – 115.1 მლნ ლარამდე. მათ შორის:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 59.1 მლნ ლარამდე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარამდე);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 45.0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 5.0 მლნ ლარი.
დოკუმენტის თანახმადვე, ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციიისთვის – 75.0 მლნ ლარი უნდა გამოიყოს.
ასევე იხილეთ:
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება