როგორ განისაზღვრება პედაგოგთა ანაზღაურება დისტანციური სწავლების პერიოდში – ცვლილება ესგ-ში
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის ახალი რედაქცია სკოლებს საშუალებას აძლევს დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას საათობრივი ბადისთვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები განსაზღვროს.
„2020 წლის 30 მარტიდან, დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე ბრძანებაში შენიშვნის სახით მოცემულია, რომ დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში, მასწავლებლის ანაზღაურება ხორციელდება სკოლის მიერ წლის დასაწყისში დადგენილი საათობრივი ბადის შესაბამისად.
„შენიშვნა: დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად“, – ვკითხულობთ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან