როგორ გავასაჩივროთ 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები?
მაგისტრობის მსურველებმა, რომელთაც სურთ საკუთარი შედეგის გაასჩივრება, სააპელაციო განაცხადები მიიღება უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მაგისტრანტობის მსურველს, ისევე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოცდის მონაწილის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი საგნის გასაჩივრების საფასური 50 ლარია (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება უკან). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდებს: online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ სააპელაციო განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას).
ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა.
დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს.
განაცხდის გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
- განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- სკოლებში მოსწავლეთა ეროვნული შეფასებების ჩასატარებლად მზადება დაწყებულია – ვინ შექმნის ტესტებს by ARIS.GE-განათლება
- სავალდებულოა თუ არა მოსწავლის სემესტრული განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე და რა მოცულობის უნდა იყოს ის – EMIS-ის განმარტება by ARIS.GE-განათლება