როგორ უნდა დაიბრუნოს მასწავლებლობის მსურველმა აპელაციისთვის გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია. 2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაში მონაწილე იმ აპლიკანტს, რომელსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განაცხადები მიიღება 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე:
- ქ. თბილისში – მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9;
- რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი სახელი);
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება