როგორ უნდა მოიქცეს მე-12 ან სხვა კლასის მოსწავლე, თუ მას საგნის წლიური ქულის ამაღლება სურს – ვადები და დეტალები
განათლების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეებს, ვინც სკოლას წელს ამთავრებს, შეუძლია წლიური ქულის ამაღლება მოითხოვოს.
ამისთვის მას სხვადასხვა საფეხურების გავლა სჭირდება, რომელის შესახებაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციისას განათლების მინისტრმა ისაუბრა.
“იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს წლიური ქულა ჩვენ გვაქვს ქულის ამაღლების საშუალება, რომელიც წლევანდელი განმსაზღვრელი შეფასების სქემაშია ჩაშენებული. 2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, მეთორმეტე კლასის მოსწავლე ან მათი კანონიერი წარმომადგენელი აფიქსირებენ სურვილს, რომ მათ სურთ აიმაღლონ ნიშანი. ამ შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება. რა არის კომპლექსური დავალება? – ეს რასაკვირველია, დეტალურად გაშლილი იქნება საგანმანათლებლო სივრცეში. მოკლედ კი განგიმარტავთ, რომ ეს არის დავალება, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული, სადაც მოხდება შეჯამება როგორც ინფორმაციის, ასევე იმ ინფორმაციის გამოყენების თვალსაზრისით და თითოეულ მოსწავლეს ექნება გარკვეული დრო, რომ ამ კომპლექსურ დავალებაზე იმუშაოს დეტალურად, რომელიც შემდეგ შეფასდება. ეს მოდელი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, იმ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, ვინც გადიან სისტემიდან, მათი შეფასებაც ანალოგიური სისტემით მოხდება მხოლოდ ერთი განსხვავება არის თარიღებში.
მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ვინც სისტემიდან გადის 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებლობა დააფიქსიროს სურვილი და სკოლის ადმინისტრაცია 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს მისცემს ზემოხსენებულ კომპლექსურ დავალებას რის საფუძველზეც დაიწერება შეფასება.
რაც შეეხება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ვისაც აქვს სურვილი აიმაღლოს ქულა, ამ შემთხვევაში, 2020 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ისინი მიმართავენ სკოლას და ამის სურვილს აფიქსირებენ, ხოლო დავალებებს და შეფასებას ისინი მიიღებენ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, ანუ სექტემბერში. მინისტრის თქმით, მათ მთელი სემესტრი ექნებათ და დაიწერება ნიშანი სემესტრის ბოლოს.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება