როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა – მინისტრის განმარტება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე მუშაობს. საკითხზე განათლების უწყების პირველმა პირმა დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, კონცეფციის მიხედვით, რესურსცენტრები, რეგიონებში, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელებად მოიაზრებიან.
„დაწყებულია მუშაობა რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები ხდებიან რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას. ეს არის სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, – განაცხადა ჩხენკელმა.
განათლების მინისტრმა კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებსა და სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებზე.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები დააანონსა – განცხადება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები