როგორი კალამი უნდა ჰქონდეთ ეროვნულ გამოცდებზე 2020 წლის აბიტურიენტებს
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება. ამასთან ერთად მატულობს აბიტურიენტების მღელვარება. მით უმეტეს, რომ წელს მათ გამოცდების ჩაბარება განსხვავებულ პირობებში უწევთ.
არ წყდება აბიტურიენტების მხრიდან EDU.ARIS.GE-სთვის დასმული კითხვები ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესისა და შინაარსის შესახებ. ერთ-ერთი აქტუალური კითხვა კი იმ კალამს ეხება, რომელიც აბიტურიენტმა გამოცდისას უნდა გამოიყენოს.
აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს. რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.
აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა).
გამოცდების ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებიც 2020 წლის აბიტურიენტებს ურჩევენ, რომ ამ გამოცდებზე უფრო მეტად გაითვალისწინონ საკუთარი კალმით მისვლის საკითხი. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ადგილზეც იქნება კალმები, რომელსაც გამოყენების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდებათ.
რა ზომის და რა ფერი უნდა იყოს საგამოცდო კალამი?
ეს არის შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომელსაც 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერი უნდა ჰქონდეს.
თუ აპლიკანტის კალამი არ შეესაბამება აღნიშნულ კრიტერიუმებს ან მას თან არ აქვს მსგავსი კალამი, საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს მათ გელიანი კალმით. ასევე, თუ საგამოცდო პროცესში თქვენი კალამი დაზიანდა ან არ დაიტანება ქაღალდზე შეგიძლიათ დამკვირვებელს მისი გამოცვლა სთხოვოთ.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი by ARIS.GE-განათლება
- „განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე by განათლებული ბლოგი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება