როგორი უნდა გახდეს განათლების დაფინანსება მთავრობის 10-წლიანი სტრატეგიის თანახმად – დაპირებული ციფრები
საქართველოს მთავრობამ დღეს განათლებისა და მეცნიერების 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების მომავალზე საფეხურების (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული და ცალჯკე მეცნიერება ავტ.) შესაბამისად ისაუბრა, თუმცა კონკრეტიკა ნაკლები მივიღეთ. გავიგეთ რომ განათლებაში დასაქმებული პირების (მასწავლებლები, ადმინისტრაცია) ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება თუმცა ვადები და ოდენობა არ დასახელებულა.
გავიგეთ ისიც, რომ განათლების ყველა მიმართულებაში დაფინანსება მოიმატებს, წლები არც ამ შემთხვევაში დასახელებულა, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ რას დაგვპირდა მთავრობა და განათლების მინისტრი 2021 წლის 30 ივლისს და მომავალში გავიგოთ როდის შესრულდება სტრატეგიის ეს ნაწილები:
ზოგადი განათლება:
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
პროფესიული განათლება:
განათლების სამინისტრის მიერ მოწოდებული რელიზი კი გვამცნობს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი გეგმით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.
უმაღლესი განათლება:
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმის შედეგად ქვეყანას ექნება კიდევ უფრო დახვეწილი უმაღლესი განათლების სისტემა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. გეგმის განსახორციელებლად კი, ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.
მეცნიერება:
“სამინისტროს ხედვით, განხორციელდება არაერთი სამეცნიერო ინფრასტრუქტურული პროექტი. შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამეცნიერო ლაბორატორიები. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ყოველწლიურად ზრდადი დაფინანსება 2030 წლისთვის 30 მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნებ”, – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
EDU.ARIS.GE – განათლების სამინისტროსგან მინისტრის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის ოფიციალურ დოკუმენტს ელის, რომელსაც მისი მიღებისთანავე გაგიზიარებთ.
„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება