GE

რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს გაუხანგრძლივდათ აკრედიტაციის ვადა – სია

მთავრობის გადაწყვეტილებით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N205) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც აკრედიტაციის ვადა ეწურებათ და დისტანციურად შეუძლებელია მათი შეფასება, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გაუხანგრძლივდათ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით კი განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელთაც აკრედიტაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და რომელთა შეფასებაც, აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით შეუძლებელია განხორციელდეს დისტანციურად.

ეს ბრძანება არ მოქმედებს იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთაც დადგენილების ამოქმედებამდე ამოეწურათ აკრედიტაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ ჰქონდა წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადი.

პროგრამების სია, რომლებსაც აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდა:

1.1. სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადება (0112);

1.2. მასწავლებლის მომზადება საგნობრივი სპეციალიზაციის გარეშე (0113);

1.3. მასწავლებლის მომზადება საგნობრივი სპეციალიზაციით (0114);

1.4. აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება (0211);

1.5. მოდის, ინტერიერის და ინდუსტრიული/სამრეწველო დიზაინი (0212);

1.6. სახვითი ხელოვნება (0213);

2 1.7. გამოყენებითი ხელოვნება /(ხელნაკეთობა) (0214);

1.8. მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება (0215);

1.9. ენის დაუფლება (0231);

1.10. ენები-არაკლასიფიცირებული (0239);

1.11. ინტერდისციპლინური – მოიცავს ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს (0288);

1.12. ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა (0321);

1.13. ბიოლოგია (0511);

1.14. ბიოქიმია (0512);

1.15. გარემოსმცოდნეობა (0521);

1.16. ბუნებრივი გარემო და ველური ბუნება (0522);

1.17. ქიმია (0531);

1.18. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (0532);

1.19. ფიზიკა (0533);

1.20. მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება (0612);

1.21. პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი (0613);

1.22. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – არაკლასიფიცირებული (0619);

1.23. ქიმიური ინჟინერია და პროცესები (0711);

1.24. გარემოს დაცვის ტექნოლოგია (0712);

1.25. ელექტრობა და ენერგია (0713);

1.26. ელექტრონიკა და ავტომატიზაცია (0714);

1.27. მექანიკა და ლითონის საქმე (0715);

1.28. ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები (0716);

1.29. ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული (0719);

1.30. სურსათის გადამუშავება (0721);

1.31. მასალები (ხე, ქაღალდი, პლასტმასი, მინა) (0722);

1.32. ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი) (0723);

1.33. სამთო საქმე და მოპოვება (0724);

1.34. არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარება (0731);

1.35. მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია (0732);

1.36. არქიტექტურა და მშენებლობა – არაკლასიფიცირებული (0739);

1.37. ინტერდისციპლინური – მოიცავს ინჟინერიას, წარმოებას და მშენებლობას (0788);

1.38. მემცენარეობა და მეცხოველობა (0811);

1.39. მებაღეობა (0812);

1.40. მეტყევეობა (0821);

1.41. ვეტერინარია (0841);

1.42. ინტერდისციპლინური – მოიცავს სოფლის მეურნეობას მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვეტერინარია (0888);

1.43. დენტალური მედიცინა (0911);

1.44. მედიცინა (0912);

1.45. საექთნო და სამეანო საქმე (0913);

1.46. თერაპია და რეაბილიტაცია (0915);

1.47. ფარმაცია (0916);

1.48. სოციალური მუშაობა და კონსულტაცია (0923);

1.49. სპორტი (1014);

1.50. მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება (1015);

1.51. პროფესიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება (1022);

1.52. სამხედრო საქმე და თავდაცვა (1031);

1.53. ადამიანებისა და საკუთრების დაცვა (1032);

1.54. ტრანსპორტის მომსახურებები (1041).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური