რომელი სასკოლო საგნები გაერთიანდება სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში – ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანებული საგნების სია ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ზემოაღნიშნულ ბრძანებას 17 დეკემბერს მოაწერა ხელი
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);
ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);
გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) ქიმია (ისწავლება VIII-XII კლასებში).“.
ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).“
მინისტრის ახალი ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდება 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის – გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.
მინისტრის ბრძანებითვე, სხვადასხვა მუხლს დაემატა ახალი პუნქტები, რომლებიც შეგიძლიათ ამოიკითხოთ მოცემულ ბმულზე.
ასევე იხილეთ:
როდის ეთვლება მოსწავლეს კლასი და საფეხური დაძლეულად – როგორ უნდა შეფასდეს ის
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება