საბავშვო ბაღების სამუშაო საათები შესაძლოა, 20:00 საათამდე გახანგრძლივდეს
მუნიციპალური ბაღების სამუშაო საათები შესაძლოა გახანგრძლივდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ავრცელებს.
მისივე თქმით, აღნიშნული აღსაზრდელთა მშობლების ინიციატივაა. საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო ჯერჯერობით უცნობია.
„ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღეში, შევხვდი დაახლოებით 200-მდე მშობელს, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან. მათ ჰქონდათ ინიციატივა, რომ ბაღებში შევიდეს დამატებითი სერვისი, რომელიც ეხება, ბაღების სამუშაო დღის 18:00 საათიდან 20:00 საათამდე გაზრდას. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და კონცეფციაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში.
იანვრიდან ბაღებში კვების რაციონი გაუარესდა – ბავშვების შიმშილობა თუ ევროსტანდარტები?
როდიდან გახდება საჯარო ბაღები ფასიანი – თბილისის ვიცე მერის პასუხი
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
by ARIS.GE-განათლება
-
ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
by ARIS.GE-განათლება