თბილისში, სამი ბაღის გამოკლებით, სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდება
დღეს თბილისში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში არ განახლდება. დანარჩენი ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ.
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება მხოლოდ იმ სამ ბაღში, რომლის პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ გასულ ორ დღეში 40-ზე მეტ ბაღში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი გამოვლინდა. თუმცა, მათ შორის მხოლოდ სამ ბაღში არის შემთხვევა, როდესაც უშუალოდ თანამშრომელია ინფიცირებული. ეს ბაღებია: გლდანში – # 53, დიდუბეში – #99 და კრწანისში # 36 ბაღი.
„რამდენიმე უწყებასთან კომუნიკაციის შედეგად, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, არ ვხსნით მხოლოდ და მხოლოდ სამ ბაღს, სადაც კოვიდი დაუფიქსირდა უშუალოდ ბაღის თანამშრომელს. დანარჩენ 180 ბაღში განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადეს სააგენტოში.
წყარო: 1tv
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია