„საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სკოლა დაიხურება“ – ჯანდაცვის მინისტრი სკოლების სანქციებზე
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უსაფრთხოების წესები, რომლებიც სკოლებისთვის შემუშავდა არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასწავლებლის და მოსწავლის დაჯარიმებას მიზნად არ ისახავს, თუმცა გადაცდომის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული დროებით სკოლის დახურვა მოხდეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების დაწესება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებზე და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რომ ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას. რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, გაკეთდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა და ასევე აღსრულება, მიეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან