საჯარო სკოლები, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს და ნერვიულობას მშობლების ნაწილი მისაღები გამოცდების სტრესთან აიგივებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი სკოლა პირველკლასელის გარეშე დარჩა, მშობლები ჩივიან, რომ შვილები სასურველ სკოლაში ვერ მოახვედრეს და სხვაგან დარეგისტრირება მოუხდათ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ იმ სკოლების ათეულს, რომლებმაც ყველაზე მეტი პირველკლასელის მიღება შეძლეს:
ვაკე-საბურთალო, სსიპ – ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლა – დარეგისტრირდა 306 პირველკლასელი; გლდანის რაიონი, სსიპ – ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა – 220 პირველკლასელი; ვაკე-საბურთალო, სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა – 218; გლდანის რაიონი, მუხიანი სსიპ – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა – 208, სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა – 205; სსიპ – ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა – 190; სსიპ – ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა – 189; შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი – 181; სსიპ – ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა – 179; სსიპ – თბილისის კლასიკური გიმნაზია – 178; სსიპ – ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა – 177.
108 საჯარო სკოლა წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა – სკოლების ჩამონათვალი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო