საჯარო სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 15 იანვარს, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, საჯარო სკოლებში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება.
მათივე ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.
ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო