საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის
მიმდინარე წლის 13-17 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ვარშავის უნივერსიტეტთან (პოლონეთი), ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (პოლონეთი), ყარსის კავკასიის უნივერსიტეტთან და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე ატარებს საერთაშორისო ვირტუალურ საზაფხულო სკოლას სტუდენტებისთვის.
საზაფხულო სკოლა გაგრძელდება 1 კვირას, პროგრამა მოიცავს ლექციების სერიას და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ: განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერების და პანდემიებთან დაკავშირებულ საკითხებს.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება ვირტუალური სახით ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
სამუშაო ენა – ინგლისური.
ვირტუალურ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი