საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადები – 2020 წელი
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება.
მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტიუნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციომისაღები გამოცდების შესახებ.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
რეგისტრაციისათვის მონაწილეებს დასჭირდებათ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ელექტრონული ფოსტა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება ქართულ ენაზე ტარდება.
შეგახსენებთ, რომ განსხვავებით 2017-2019 წლებისგან, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
იხილეთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტური დავალებების ნიმუშები
-
როგორ გავასაჩივროთ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
მთავრობამ ისევ გაზარდა 2026 წელს მაგისტრატურის საფეხურზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა – დადგენილება
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე