საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების მობილიზებას საპატრულო პოლიცია და მანდატურის სამსახური გააკონტროლებენ
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე,საგამოცდო ცენტრების წინ გულშემატკივრების მობილიზებას საპატრულო პოლიცია და მანდატურის სამსახური გააკონტროლებენ.
განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გამოცდაზე თანმხლები პირის გარეშე გამოცხადდნენ. იმ შემთხვევაში, თუ გულშემატკივრები საგამოცდო ცენტრთან მაინც დაიცდიან, მათ 2- მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
“ყველა გულშემატკივარმა გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია, განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაა, არ გავხდეთ მიზეზი, რომ ჩვენი თავშეყრის ადგილიდან გავრცელდეს ინფექცია. ვთხოვთ, აბიტურიენტებს გამოცდაზე მარტო გამოცხადდნენ, ან გულშემატკივრებმა მოაცილონ აბიტურიენტი და ნუ დაელოდებიან, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვამშვიდებთ ოჯახებს, რომ მოგვანდონ აბიტურიენტები, კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დაგველოდებიან საგამოცდო ცენტრებთან”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორ გამოიყურება საგამოცდო სექტორები, სადაც 2020 წლის აბიტურიენტები და სხვა მონაწილეები იმუშავებენ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება