საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის საგამოცდო პროგრამები დამტკიცდა. დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა სამ ნაწილად არის გაყოფილი და თითოეული მათგანი დახურული კითხვებისგან შედგება.
- პირველი ნაწილი მოიცავს საკანონმდებლო ბაზას მოიცავს და ის 20-ქულიანია;
- მეორე ნაწილი მოიცავს პროფესიულ უნარებს და ის 50-ქულიანია;
- მესამე ნაწილი მოიცავს ზოგად უნარებს და ის 30-ქულიანია.
ტესტის მაქსიმალური ქულათა ჯამი კი 100-ია.
იხილეთ საგამოცდო პროგრამა
ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე უკვე დაწყებულია და 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა კი შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები).
ინფორმაცია ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე:
-
ოქროსა და ვერცხლის მედლებს ბოლო ორი სასწავლო წლის 15 ათასამდე კურსდამთავრებული ელოდება – რას პასუხობს „საგანმანათლებლო რესურსები“ EDU.ARIS.GE-ს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება