GE

საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტი და პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა – როდის დაიწყება სწავლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სასწავლო გეგმას უკვე დაემატა საგნების “მე და საზოგადოება” ახალი და “ჩემი საქართველოს” განახლებული სტანდარტი.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სტანდარტი დაწყებით საფეხურზე:

სტანდარტი საფეხურებად იყოფა და მისი შინაარსი, ინფორმაცია საგაკვეთილო საკითხების შესახებ და მოსწავლის შეფასების ფორმები, კლასების ზრდადობის მიხედვით განსხვავებულია. „მე და საზოგადოების“ სტანდარტი (III-IV კლასები)

საგანი „ჩვენი საქართველო“ საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს. მის ფარგლებში მოსწავლე, ასაკის შესაბამისად, საქართველოს მხარეების (მაგ.: ქართლის, კახეთის, გურიის და ა.შ.) გეოგრაფიას, ისტორიას, ეთნოგრაფიულ თავისებურებებსა და თანამედროვე მდგომარეობას შეისწავლის. საგანი აქამდეც ისწავლებოდა, თუმცა ამ ეტაპზე სტანდარტის დახვეწა/განახლება მოხდა. „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი (V-VI კლასები)

როგორც EDU.ARIS.GE – ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება 2017 წელს, მას შემდეგ დაიწყება, რაც გრიფირებული სახელმძღვანელო დამტკიცდება. სახელმძღვანელოების გრიფირება კი ჯერ გამოცხადებული არ არის.

“მე და საზოგადოება” საგნის წლიური პროგრამა

“ჩვენი საქართველო” საგნის წლიური პროგრამა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა ასევე:

მუსიკის სტანდარტი

მუსიკის წლიური პროგრამა

რას ასწავლის და რა საკითხებს უნდა ფლობდეს მოსწავლე საგნის ”მე და საზოგადოება” დასრულების შემდეგ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური