რას ასწავლის და რა საკითხებს უნდა ფლობდეს მოსწავლე საგნის ”მე და საზოგადოება” დასრულების შემდეგ
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს უსმენენ.
მინისტრის მოადგილის მოხსენება მხოლოდ ერთ საკითხს ეხება: ”საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგები (დაწყებითი საფეხური) – განხილვა;”
ყველაზე მეტი კითხვა დეპუტატებისა და მოწვეული დაინტერესებული მხარეების მიერ საგნის ”მე და საზოგადოება” სტანდარტის შესახებ ისმის.
Aris.ge-განათლებამ ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც განმარტებულია, თუ რამ განაპირობა აღნიშნული საგნის სწავლების აუცილებლობა და ასევე მისი შინაარსი და ის, თუ რა საკითხებს უნდა ფლობდეს მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლე საგნის დასრულების შემდეგ.
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011 წელს დამტკიცდა და მისი მოქმედების ვადაა 2011-2016 წლებით განისაზღვრა. მასში იდენტიფიცირებული ხარვეზები 2013 წელს დაფიქსირდა:
არ იყო მკაფიო სწავლების მიზნები და მოდელი; გეგმა გადატვირთული იყო და შედეგების მიღწევას ვერ უზრუნველყოფდა; მასწავლებლებს უჭირდათ წაკითხვა და გააზრება; მნიშვნელოვანი საკითხები იყო იგნორირებული, მოკლე კურსის სახით ან ფრაგმენტულად და არათანამიმდევრულად იყო წარმოდგენილი; საზოგადოებრივი მეცნიერებები (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) წინმსწრები განათლებისა და საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო სათანადოდ არ ისწავლებოდა; მესგ-ს დანერგვას არ ახლდა დანერგვის მონიტორინგი, რომელიც დაადგენდა, თუ რა პრობლემები არსებობდა სწავლა -სწავლების მხრივ.
კვლევები და სიტუაციური ანალიზი:
2013-2015 წწ-ში სამინისტროს მიერ განხორციელდა დაწყებით საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ:
- მოსწავლეებმა არ იციან პირადი უსაფრთხოების, ქუჩაში მოძრაობის, პირადი ჰიგიენის დაცვის, ბუნებრივი კატასტროფების დროს მოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესები
- არ იციან საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ
- უჭირთ საზოგადოებრივი წესრიგის გააზრების მნიშვნელობა
- უჭირთ სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმა და მიმდინარე პროცესებში საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, სკოლისა და სამშობლოს ადგილის განსაზღვრა- გააზრება ასაკის შესაბამისად
რეაგირება გამოწვევებზე
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი მოხდა შვიდი განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმებთან: ინგლისი, ფინეთი, ესტონეთი, აშშ (მასაჩუსეტსი), ჩეხეთი, ავსტრალია და სინგაპური (2013 -2014 წწ)
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები საზოგადოებრივ მეცნიერებებს ინტეგრირებულად დაწყებითი საფეხურის პირველივე კლასიდანვე სწავლობენ. მოეწყო სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში საკლასო პროცესის დაკვირვებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესწავლის მიზნით (ჩეხეთი, ესტონეთი, ავსტრალია, ავსტრია, შვედეთი, ინგლისი, ფინეთი, პოლონეთი) – 2013-2014წწ. მოწვეულ იქნენ ექსპერტები ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ INNOVE-დან, ფინეთის განათლების სამინისტროდან, აშშ-დან, მათ შორის საკონსულტაციო ორგანიზაცია Lengel Education Consulting (LEC) ჯგუფის ექსპერტები(ph მხარდაჭერა) – 2013-2014.
შედეგად, გადაწყდა საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული საგნის (მე და საზოგადოება) შეთავაზება III-IV კლასებისთვის, კვირაში 2 საათი, ყველა საკითხებზე საბაზო კომპეტენციების განვითარების მიზნით; შესაბამისი სტანდარტებისა და საგნობრივი პროგრამების მომზადება; ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარები და საკითხები დაჯგუფდა და გადანაწილდა შემდეგ ბლოკებში: კონფლიქტების მართვა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სამოქალაქო უსაფრთხოება, შემწყნარებლობა, ბავშვის უფლებები და მოვალეობები, ისტორიული უნარები, ეკონომიკური უნარები. განისაზღვრა, რომ საგანი უნდა ასწავლოს დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა (დამრიგებელმა).
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაში მონაწილეობდნენ და თანამშრომლობდნენ: ესგ-ს საგნის ექსპერტები და ფსიქოლოგები; საჯარო და კერძო სკოლები; საჯარო და კერძო უნივერსიტეტები; პედაგოგთა პროფესიული ასოციაციები: ისტორიის პედაგოგთა ასოციაცია, გეოგრაფების ასოციაცია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი; გაეროს ბავშვთა ფონდი; გაეროს ქალთა ფონდი; გაეროს მოსახლეობის ფონდი; ადენაუერის ფონდი (სამოქალაქო განათლების მიმართულებით); განათლების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (PH International, ფონდი ,,თანადგომა’’, ინოვე); სამოქალაქო განათლების ექსპერტები; მოქმედი მასწავლებლები, მშობლები, განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები და მკვლევარები.
საგნის შინაარსი:
სავალდებულო თემები III-IV კლასებისთვის
III კლასი
➢ ჩემი ოჯახი
➢ სკოლა, მეგობრები, თანატოლები
➢ გარემო, რომელშიც ვცხოვრობ
IV კლასი
➢ განათლება
➢ მედია და ინფორმაცია
➢ მე და ჩემი ქვეყანა
პროექტის საჯარო განხილვები და მიღებული რეკომენდაციების განხილვა/ასახვა პროექტში 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო: განთავსდა სამინისტროს ვებპორტალზე და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის; გადაეგზავნა ყველა სკოლას, საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს, მეცნიერებათა აკადემიას; მოეწყო შეხვედრების თბილისის ყველა რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და დირექტორებთან (ჯამურად დაახლოებით 4500 -მდე პედაგოგი); მოეწყო გასვლითი შეხვედრები რეგიონების სკოლებში (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილი ქალაქების სკოლები); რეგულარული შეხვედრები ტარდებოდა საპატრიარქოს განათლების ცენტრთან (7 შეხვედრა ფორმალურ დონეზე, დანარჩენი შეხვედრები სხვა სასულიერო პირებთან ერთად და დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად) რეგულარული შეხვედრები ტარდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებტან და დაინტერესებულ სუბიექტებთან.
საგნის დასრულების შემდეგ, მოსწავლე უნდა ფლობდეს შემდეგ საკითხებს ( III კლასი)
თემა: ჩემი ოჯახი:
- როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი თანატოლები ჩემი თემის ცხოვრებაში?
- რა გვაერთიანებს და რა საერთო საზრუნავი გვაქვს ჩვენი უბნის მაცხოვრებლებს, როგორ შეიძლება გამოვადგე ჩემს თემს (ინდივიდის დახმარება; საზოგადოებრივი საქმიანობა)?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემა თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის?
- როგორ ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები და როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში (ჩემი და სხვების უსაფრთხოება)?
- როგორ და რატომ ვიცავ ქუჩაში მოძრაობის წესებს?
- რატომ და როგორ უნდა დავიცვა ჩემი თემის ბუნებრივი და კულტურული გარემო?
- რომელი დაწესებულებების არსებობა არის აუცილებელი სოფლის/ქალაქის ცხოვრებაში?
- რატომ გვჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფნა ჩვენ ირგვლივ?
- რატომ ვყიდულობთ სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას?
- რატომ არის საჭირო სპორტული და დასასვენებელი ადგილები ჩემი თემისთვის?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდე ჩემი სოფლის/ქალაქის ისტორია, ღირსშესანიშნაობა და დღევანდელი მდგომარეობა?
თემა: სასკოლო გარემო, მეგობრები და თანატოლები:
- რა უფლებები და მოვალეობები მაქვს სკოლაში? რატომ და როგორ უნდა იყოს ყველა ბავშვის უფლებები დაცული სკოლაში?
- რატომ და როგორ უნდა ვცეთ პატივი თანაკლასელებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა პერსონალს?
- როგორ შეგვიძლია სხვადასხვა სიტუაციაში თანატოლების დახმარება?
- როგორ ავირიდოთ ან გადავჭრათ თანატოლებთან კონფლიქტი მშვიდობიანად?
- როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება სკოლაში, როგორ დავიცვათ პირადი ჰიგიენა და ვიკვებოთ ჯანსაღად?
- როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში სკოლაში ყოფნისას?
- როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ქცევის წესების დაცვა სკოლის ყველა მოსწავლისთვის?
- რისი გაკეთება შემიძლია სასკოლო გარემოს გასაუმჯობესებლად ჩემს თანატოლებთან ერთად (მაგ.: სივრცის გალამაზება, გამწვანება, დასუფთავება, ეზოს მოწყობა)?
- რატომ და როგორ განსხვავდება ჩემი სკოლა იმ სკოლისგან, რომელიც ჩვენმა მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა დაამთავრეს?
- როგორ ზრუნავენ სკოლაში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სკოლაზე?
- როგორ გამომადგება სწავლა მომავალში (მაგ. პროფესიისთვის, რომელზეც ვოცნებობ)?
- რატომ უნდა იყოს სკოლაში ყველა გოგონასა და ბიჭის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები?
თემა: გარემო რომელშიც ვცხოვრობთ
- როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი თანატოლები ჩემი თემის ცხოვრებაში?
- რა გვაერთიანებს და რა საერთო საზრუნავი გვაქვს ჩვენი უბნის მაცხოვრებლებს, როგორ შეიძლება გამოვადგე ჩემს თემს (ინდივიდის დახმარება; საზოგადოებრივი საქმიანობა)?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემა თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის?
- როგორ ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები და როგორ ვიმოქმედოთ საგანგებო სიტუაციებში (ჩემი და სხვების უსაფრთხოება)?
- როგორ და რატომ ვიცავ ქუჩაში მოძრაობის წესებს?
- რატომ და როგორ უნდა დავიცვა ჩემი თემის ბუნებრივი და კულტურული გარემო?
- რომელი დაწესებულებების არსებობა არის აუცილებელი სოფლის/ქალაქის ცხოვრებაში?
- რატომ გვჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფნა ჩვენ ირგვლივ?
- რატომ ვყიდულობთ სხვადასხვა საქონელს და მომსახურებას?
- რატომ არის საჭირო სპორტული და დასასვენებელი ადგილები ჩემი თემისთვის?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდე ჩემი სოფლის/ქალაქის ისტორია, ღირსშესანიშნაობა და დღევანდელი მდგომარეობა?
საგნის დასრულების შემდეგ, მოსწავლე უნდა ფლობდეს შემდეგ საკითხებს ( IV კლასი)
თემა: სად და როგორ ვიღებ განათლებას
- რა მნიშვნელობა აქვს განათლებას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის?
- რისი სწავლა შეიძლება არასაგაკვეთილო აქტივობების (მაგ. ექსკურსიაზე, მუზეუმში, სპექტაკლზე) შედეგად?
- რატომ არის განათლება ყველა ბავშვის უფლება?
- რატომ არ უნდა მივითვისო სხვისი ნაშრომი (მაგ.: თანაკლასელის სასკოლო დავალება)?
- როგორ და რატომ უნდა ვისარგებლოთ ბიბლიოთეკით?
- რას ვსწავლობთ და როგორ უნდა ვიქცეოდეთ თეატრში, კინოში, გამოფენასა და მუზეუმში?
- რა მიზნით და როგორ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას?
- როგორ ვიქცევით უსაფრთხოების წესების დაცვით ექსკურსიაზე (არ ვტოვებთ ცეცხლს, არ ვეხებით უცხო საგნებს და ცხოველებს)?
- რა ინფორმაციას გვაწვდის ისტორიული ძეგლები გარემოსა და ჩვენი მხარის შესახებ?
- რატომ გვჭირდება სპორტი გოგონებსაც და ბიჭებსაც, დიდებსაც და პატარებსაც?
- რისთვის ვკითხულობთ წიგნებს?
- რა შედეგები მოაქვს შრომას და რატომ არის შრომა მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება?
- რატომ არ შეიძლება ბავშვის შრომის ბოროტად გამოყენება?
თემა: მედია და ინფორმაცია
- საიდან ვიღებთ და როგორ ვიყენებთ ინფორმაციას?
- რატომ შეიძლება გახდეს შეუმოწმებელი ინფორმაცია კონფლიქტის მიზეზი?
- რატომ უნდა მოვუსმინოთ განსხვავებულ აზრს?
- როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა/გავრცელება ძველად და ახლა?
- რა დრო უნდა დავუთმო ჩემი დღის რეჟიმში საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საშუალებებს (ტელევიზორს, ინტერნეტს)?
- რა ინფორმაცია შეიძლება მივიღო რეკლამისგან?
- რაში გვეხმარება სოციალური რეკლამა (რომელიც ასახავს მაგ.: ეკოლოგიის პრობლემებს, ან მოგვიწოდებს სამოქალაქო აქტიურობისკენ)?
- ვის და როგორ უნდა მივმართო საფრთხეების შემთხვევაში (პირადი უსაფრთხოება, საზოგადოებრივი პრობლემები)?
- რა გზით გავუზიარო ინფორმაცია თანატოლებს ბავშვთა უფლებების შესახებ?
მე და ჩემი ქვეყანა
- რატომ უნდა მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და ვუფრთხილდებოდე მას?
- რატომ უნდა ვცე პატივი ჩემი ქვეყნის დროშასა და გერბს?
- როგორ ასახავს ცალკეული ნივთები/ძეგლები (მაგ.: სურათი, ციხესიმაგრის ნანგრევები, ტაძარი) ჩემი ქვეყნის ისტორიას?
- რატომ არის საჭირო ქვეყნისთვის საზოგადოებრივი ინსტიტუტები (მაგ.: ოპერა, თეატრი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, მუნიციპალიტეტი)?
- რატომ უნდა გავუფრთხილდე ჩემი ქვეყნის ბუნებას?
- რატომ უნდა მოვიხმარო პასუხისმგებლობით ბუნებრივი რესურსები?
- რატომ უნდა დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი (ქუჩაში მოძრაობისას, ტრანსპორტში)
- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს წესებისა და კანონების დარღვევას?
- რატომ აღვნიშნავთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნულ დღესასწაულებს (მაგ.: დამოუკიდებლობის დღეს)?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია?
დამატებით არგუმენტები:
ამ საგნის სწავლება გვჭირდება იმიტომ, რომ კვლევების თანახმად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სიკვდილიანობა 25%-ით გაიზარდა.
საგნის სწავლება გვჭირდება იმიტომ, რომ კვლევების თანახმად საპნით ხელების დაბანას შეუძლია 25 %-ით შეამციროს მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელება.
საგნის სწავლება გვჭირდება, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით თანამედროვე მსოფლიოში დაავადებათა საერთო ტვირთის 88% შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ჰიგიენის ნორმების დაცვით.
რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს „მე და საზოგადოების“ სწავლება სკოლებში?
საგანი “მე და საზოგადოება” და იწილო-ბიწილო
სახალხო დამცველი საგნის „მე და საზოგადოება“ შესახებ განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
სამინისტრო: „არ დავუშვებთ მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით სპეკულირებას“
საპატრიარქოს განათლების ცენტრი საგნის “მე და საზოგადოება” ფართო განხილვას მოითხოვს
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება