სამაგისტრო გამოცდაზე მინიმალური ზღვარი 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა ვერ გადალახა – სტატისტიკა
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია. საკუთარი შედეგების გვერდზე მაგისტრობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ გათანაბრებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელაციის შედეგად ქულა მხოლოდ 86 პირს შეეცვალა. ეს შედეგები საბოლოო, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.
რაც შეეხება 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის წინმსწრებ სტატისტიკას, ის ასე გამოიყურბა:
- გამოცდაზე დარეგისტრირდა 12600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი;
- გამოცდაზე გამოცხადდა 87%-მდე გამოსაცდელი;
- აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა 86 პირს;
- გამოცდაზე გასული 11 000-ზე მეტი გამოსაცდელიდან საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან მინიმუმ სამში ზღვარი გადალახა 9 000-ზე მეტმა.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან