სამინისტრო ახალგაზრდა პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებას გეგმავს
„საქართველოში მასწავლებლობა არ არის პოპულარული პროფესია. აბიტურიენტების უმრავლესობა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში მასწავლებელთა მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამებს ირჩევენ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალ ქულას აგროვებენ“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი რისკი ზოგადი განათლების მიზნების განხორციელების გზაზე.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად განათლების სამინისტრო მომავალ 4 წელიწადში სტუდენტებისა და პოტენციური ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის მოტივაციისა და ხელშეწყობის პაკეტების შექმას გეგმავს. გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაც. პროექტის მიხედვით, დღის წესრიგში დადგება არაკვალიფიციური მასწავლებლებისა და საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის პროფესიიდან გასვლის ალტერნატივების მოძებნა.
განათლების სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელები მიიჩნევენ, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მოდერნიზებას საჭიროებს.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში ყოველწლიურად 25 ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობს. „თუმცა მასწავლებელთა უმრავლესობის კომპეტენციები დაბალია. მთლიანი კორპუსის 70%-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, რაც პროფესიული განვითარების სქემაში საბაზისო სტატუსს ნიშნავს. მასწავლებელთა დიდი ნაწილი საინფორმაციო ტექნოლოგიებს მხოლოდ მარტივი კომუნიკაციისთვის იყენებს და გაკვეთილებს ტრადიციული მეთოდით ატარებს. რაც ციფრული ტექნლოგიების საუკუნეში გაჩენილ გამოწვევებს ვერ პასუხობს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტში.
ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება