სამინისტრო: ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მტკიცებით, ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს.
ამის შესახებ იმ პრეზენტაციაში მოცემული შესაბამისი ცხრილი მიუთითებს, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ თავად უწყებამ გამოაქვეყნა.
სამინისტრო გვთავაზობს ნოემბერში ჩატარებული მოკვლევის შედეგებს, სადაც მათი ინფორმაციით, შემდეგი მაჩვენებლები გამოიკვეთა:
ონლაინ სწავლების პროცესში ჩართულია 459 846 მოსწავლე
3,4%-ს არ აქვს ინტერნეტი
და 2,4%-ს არ აქვს ტექნიკა
საგულისხმოა, რომ სამინისტროს ამ დამაიმედებელი ინფორმაციის პარალელურად არსებობს გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.
გარდა ამისა, სამინისტროს მოკვლევაში ვხვდებით მასწავლებელთა მონაცემებსაც ჩართულობის კუთხით, სადაც ნათქვამია, რომ ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლების 97%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება