სამინისტრო სკოლებს სწავლების განსხვავებულ მოდელს ხვალ შესთავაზებს – ეკატერინე დგებუაძე
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო სკოლებს სწავლების განსხვავებულ მოდელს, სავარაუდოდ, ხვალ შესთავაზებს.
,,დღეს ყველა სკოლის ადმინისტრაციას ექნება სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია შედგეს სკოლას, ადმინისტრაციას, მასწავლებელს, დამრიგებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. სწორად დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები არდადეგების პერიოდში. პარალელურად განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ გამართოს გარკვეული სასწავლო მიმართულებით დისტანციური სწავლება და სავარაუდოდ ხვალ უკვე შესთავაზებს განსხვავებულ მოდელს სწავლების“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
საჯარო და კერძო სკოლები დისტანციურად სწავლების შესახებ ახალ მითითებებსა და რეკომენდაციებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
სკოლები ახალ ინფორმაციას დისტანციურად სწავლების შესახებ სამინისტროსგან ელოდებიან
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან