რამდენი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგია სისტემაში და როგორ ნაწილდება მასწავლებელთა რიცხვი სტატუსების მიხედვით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საპენსიო ჯილდოს პროგრამის გაგრძელებაზე ისაუბრა.
მის თქმით, ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი – პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მიეცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შეივსოს ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია.
გასულ წელს აღნიშნული პროგრამით 6000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა ისარგებლა და ჯილდოს სანაცვლოდ სკოლა დატოვა.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა ამჟამად რამდენი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგია სისტემაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპენსიო ასაკის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 1 082-ს შეადგენს. თუმცა სურვილის შემთხვევაში როდის ექნებათ მათ საპენსიო ჯილდოს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა (ანუ როდის გამოცხადდება ამ პროგრამაზე კვლავ რეგისტრაცია) ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება პედაგოგების მთლიან რაოდენობას, მათი რიცხვი 58 815-ია, რომელთაგანაც 38 097 უფროსის სტატუსის მქონეა, 2 912 – წამყვანის, 262 – მენტორის, ხოლო პრაქტიკოსი პედაგოგების მთლიანი რაოდენობა სისტემაში 12 211-ს შეადგენს.
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება