საქართველოს Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი მოეწერა
საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი.
შეთანხმების საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები.
განათლების სამინისტროს 7 დეკემბრის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ ეხსნება გზა. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება “Horizon Europe”-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებს ჩინეთში განთავსებული სამკერვალოსგან შეიძენს“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო