სარგებლობს თუ არა საგრანტო კონკურსში უპირატესობით აბიტურიენტი, თუ ის მეოთხე საგანს აბარებს? – ნაეკის პასუხი
ცნობილია, რომ 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, სავალდებულო საგნებიდან მოიხსნა ზოგადი უნარების გამოცდა, შესაბამისად, გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა.
თუმცა არის საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც 4 საგნის ჩაბარება იქნება საჭირო, მათ შორის ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც ასევე 4 საგანი ჩაბარდება.
როგორ გადანაწილდება გრანტები აბიტურიენტებზე, რომლებიც 2020 წელს 4 საგანს ჩააბარებენ
გამოცდების ცენტრს აქამდე ცალსახად არ ჰქონდა განმარტებული აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხი: სარგებლობს თუ არა გრამტის მიღებისას პრივილეგიით ის აბიტურიენტი, რომელიც 4 საგანს აბარებს. EDU.ARIS.GE-ს დამატებით კითხვაზე “ნაეკი” ასე გვპასუხობს:
“ცალსახად იმის თქმა, რომ აბიტურიენტები, რომლებიც მეოთხე საგანს აბარებენ, საგრანტო კონკურსში უპირატესობით სარგებლობენ, არ შეიძლება, რადგან ჩარიცხვის მიზნებისთვისაც კი მათ ოთხი სავალდებულო საგნის ჩაბარება უწევთ.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ამ აბიტურიენტებმა ოთხივე საგანში უნდა გადალახონ, სხვა შემთხვევაში გამოეთიშებიან როგორც ჩარიცხვების, ისე საგრანტო კონკურსს. მხოლოდ ოთხივე საგნის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ისინი ორ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას.
კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საგნის დამატების გადაწყვეტილებას, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი სასწავლებლები იღებენ – საბოლოო ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება